სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რით უნდა იკვებონ ბავშვებმა ზაფხულის განმავლობაში - პროდუქტების ჩამონათვალი 
18-06-2023
-
+


ჯანსაღი კვება ბავშვებისთვის - მათი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის უმნიშვნლოვანესი კომპონენტია. მშობლებისთვის ეს საკითხი ერთგვარი გამოწვევაა, რადგან ხშირად შვილებს ე.წ. „ჯანქ ფუდის“ მიღება ურჩევნიათ. საქმე კიდევ უფრო მეტად ზაფხულში რთულდება, როდესაც რუტინა ირღვევა და ბავშვები დიდ დროს თანატოლებთან ერთად ატარებენ. 

ამ დროს მათი სახლში გაჩერება და ჯანსაღი საკვების შეთავაზება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თუმცა, რასაკვირველია, გამოსავალი არსებობს. ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ერთ-ერთი ბლოგერი გვიზიარებს. ის მშობლებს იმ საკვები პროდუქტების მცირე ჩამონათვალს სთავზობს, რომლებიც ბავშვებმა ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა მიიღონ.

კიტრი - კიტრი სხეულს მყისიერად ატენიანებს და მის სითბოს ამცირებს. შეგიძლიათ ეს პროდუქტი სალათებშიც მიირთავთ და ცალკეც.

ნესვი და საზამთრო - ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით გაჯერებული ნესვი და საზამთრო ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანებისთვის შესანიშნავი თანამგზავრები არიან. ისინი ბავშებს ძალიან უყვართ. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები სხეულს არა მხოლოდ ატენიანებენ, არამედ ისეთი საკვები ნივთიერებებით ამდიდრებენ, როგორიცაა ვიტამინი B, მაგნიუმი, კალიუმი და ა.შ.

მწვანილი - ფოთლოვანი ბოსტნეული კალციუმითაა მდიდარი და ის კარგ გამაგრილებელ ეფექტს უზრუნველყოფს. მაგალითად, ასეთებია ისპანახი, სალათის ფოთოლი, ჩინური კომბოსტო და კომბოსტო. ისინი შეიძლება მიირთვათ სმუზიში, სალათებში ან კერძებთან ერთად.

მანგო - ეს ხილი სხეულის სითბოს შესამცირებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საკვებ რაციონში მისი ჩართვის სხვადასხვა გზა არსებობს. შეგიძლიათ უმად მიირთვათ ან ამა თუ იმ კერძთან ერთად. მანგო საჭმლის მონელებისთვის შესანიშნავია, ის ენერგიასაც ზრდის.

ლიმონი - ზოგადად, წყლის მიღება უმნიშვნელოვანესია. მას კი არომატი შეგიძლიათ ლიმონით შესძინოთ. გარდა სასიამოვნო გემოსი, ის იმუნურ სისტემას აძლიერებს, კანს ბზინვარებას სძენს და ორგანიზმს C ვიტამინით ამდიდრებს. 

ხაჭო და იოგურტი - B ვიტამინითა და ნაწლავებისთვის სასარგებლო ბაქტერიებით მდიდარი ხაჭო ორგანიზმს ამშვიდებს, ის ერთგვარი დეტოქსია. შეგიძლიათ მას არომატისა და გემოსთვის მანგო, მარწყვი ან სხვა ხილი დაუმატოთ.

თევზი - იმისათვის, რომ ორგანიზმში ცილის შემცველობა გაზარდოთ, თევზის მიღებაა საჭირო. მისი მომზადება რთული არ არის და თანაც ბავშვებისთვის ნოყიერი საკვებია.

ავოკადო - ავოკადო ისეთი ნივთბიერებებითაა გაჯერებული, რაც ტოქსინებთან გამკლავებში გვეხმარება. ეს ხილი სხვადასხვა საკვებთან კომბინაციაში მიირთმევა. განსაკუთრებით პუპულარული სალათებსა და ტოსტებშია. 

ამ საკვების გამოყენებით, შეგიძლიათ ბავშვებს ჯანსაღი და ვიტამინებით სავსე საკვები შესთავაზოთ. რაც მთვარია, მათ მომზადებას დიდი დრო და პროფესიონალიზმი არ სჭრდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება