სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ვაკანსიები 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გამოქვეყნდება - ვის ეხება ბრძანება
20-06-2023
-
+


მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ამოქმედდება, იმ პრაქტიკოს მასწავლებლების ადგილას, რომლებიც სტატუსს ვერ შეიცვლიან 2025-2026 სასწავლი წლის დასრულებამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე გამოცხადდება კონკურსი.

თუმცა, იმავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას კვლავ რჩება უფლება აღნიშნული პედაგოგი სკოლაში დატოვოს, გარკვეული  პირობების გათვალისწინებით:

„იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ“. - აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.

პრემიერის გადაწყვეტილებით, კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები იმ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს შეეხება, ვისაც გავლილ აქვს სახელმწიფო ენის სასწავლო კურსი და გააჩნია შესაბამისი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება