სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან...
13-06-2023
-
+


13 ივნისის სტიქიიდან დღეს 8 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით ოჯახი კი დაზარალდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები გაანადგურა. ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სა­ხის ზა­რა­ლი საერთო ჯამში 1041 ადა­მი­ანს მი­ად­გა.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან გამოქცეული ათობით ცხოველი აღმოჩნდა, მათ შორის: ლომები, ვეფხვები, დათვები მგლები... ყველასთვის დასამახსოვრებელი ბეჰემოთი-ბეგი, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შუა ქუჩაში დადიოდა. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. 

დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ასეთი მასშტაბური ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება