TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიტყვათა დამარცვლა-გადატანის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
11-06-2023
-
+


თანამედროვე ქართულში მხოლოდ 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანია, რის გამოც ხშირად ერთი სიტყვის ფარგლებში თავს იყრის სამი, ოთხი და მეტი თანხმოვანი (გამონაკლის შემთხვევაში ერთ ხმოვანთან რვა თანხმოვანიც კი შეიძლება შეგვხვდეს. მაგ., გვბრდღვნის). ამიტომ საჭირო გახდა სიტყვათა დამარცვლისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული გადატანის წესების შემუშავებისას ამ თავისებურების გათვალისწინება. ეს წესები კარგა ხანია შემუშავდა და მოქმედებდა კიდეც, მაგრამ მეტისმეტი სირთულე აძნელებდა მათ პრაქტიკულად გამოყენებას.

სიტყვათა გადატანისას არ შეიძლება:

1. ერთმარცვლიანი ანუ ერთხმოვნიანი სიტყვის გადატანა; იგი უნდა დარჩეს ერთ სტრიქონზე: ფცქვნის, გვბრდღვნის...

2. ერთი ასოს (ხმოვნის ან თანხმოვნის) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ორი ასო მაინც: აუ-ღია, ატე-ლიე...

3. მხოლოდ თანხმოვნების (ორის ან მეტის) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ერთი ხმოვანი მაინც: თრთვი-ლი, ფცქვნი-და, ან-სამბლს...

ორ- ან მეტმარცვლიანი სიტყვები უნდა გადავიტანოთ შემდეგი წესების მიხედვით:

2.1. თუ ხმოვანს მოსდევს ხმოვანი ბგერა, მაშინ გადატანისას შეიძლება მათი გაყოფა: გა-იგო, მა-ისი, და-აარსა ან დაა-არსა...

2.2. თუ ორ ხმოვანს შორის ერთი თანხმოვანია, მაშინ ის გადავა მომდევნო სტრიქონზე;

არ შეიძლება სიტყვის გათიშვა ამ თანხმოვანზე. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: მა-ტარებელი, მატა-რებელი, მატარე-ბელი ან მატარებე-ლი, აბა-ზანა ან აბაზა-ნა...

2.3. თუ ორ ხმოვანს შორის ორი თანხმოვანია, მაშინ პირველი რჩება წინა სტრიქონზე, მეორე გადადის მომდევნოზე: ორ-მო, ოთ-ხი, წიგ-ნი, საქ-მე, აფ-თარი, საჩ-ხერე, ხორ-ბალი, სატ-ყეო...

2.4. თუ ორ ხმოვანს შორის ორზე მეტი თანხმოვანია, მაშინ წინა სტრიქონზე უნდა დარჩეს ან მომდევნო სტრიქონზე გადავიდეს ერთი თანხმოვანი მაინც. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: დააფ-რქვევს, დააფრ-ქვევს, დააფრქ-ვევს... სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად დასაშვები ვარიანტებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მეტი ფუძისეული თანხმოვნის დატოვებას წინა სტრიქონზე (დააფრქ-ვევს...).

შენიშვნა: აფიქსისა და ფუძის ანდა კომპოზიტის შემადგენელი ნაწილების ზღვარზე ერთზე მეტი თანხმოვნის თავმოყრისას, სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესია:

ა) აფიქსი (თავსართი ან ბოლოსართი) გაიმიჯნოს ფუძისაგან. მაგალითად, ასე: სახლ-მა, სახლ-ში, სახლის-თვის; მესხ-ნი, მესხ-თა; გან-ვლო, აღ-შფოთდა, წარ-გზავნა... 

ბ) კომპოზიტის ნაწილები გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან იმის მიუხედავად, დეფისითაა ისინი შეერთებული თუ უდეფისოდ, სრული სახითაა წარმოდგენილი თუ შემოკლებით (აბრევიატურით). მაგალითად: ცოლ-/ქმარი, ტუჩ-/კბილი, ქართლ-/კახეთი... ათ/წლიანი, თვით/მკვლელობა, ურთიერთ/დამოკიდებულება, სპორტ/კლუბი...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება