| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, მე და საზოგადოების მასწავლებელმა - მინდია გველებიანმა, კომპლექსური დავალება - „ქვეყნის სიმბოლოების ცვლილების ამსახველი პრეზენტაცია“ განახორციელა.
აღნიშნული დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოაჩინეს რა ცვლილება განიცადა დღემდე საქართველოს სახელმწიფო გერბმა და დროშამ.
„მათ ასევე, საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს ჩვენი ქვეყნის მომავალი სიმბოლო“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ კომპლექსური დავალების დასკვნით ეტაპზე, ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს, რომლის დროსაც ისაუბრეს, თუ რა ინფორმაციას „ინახავს“ წარსულის შესახებ ძველი სიმბოლოები, რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი სახელმწიფო სიმბოლოებში, როგორ და რატომ განიცადა ცვლილება მათმა შექმნილმა „მომავლის სიმბოლომ?“
მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშავეს და ნამუშევრები საინტერესო ინტერპრეტაციით შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დავალებები და პრეზენტაციები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან პროგრამას
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა