| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლასა და ოჯახს შორის მუდმივი, ხარისხიანი კომუნიკაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ღერძია. ცვლილება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა ასახონ საკლასო, შემაჯამებელი და საშინაო დავალებები, მშობლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ რეჟიმში ადევნონ თვალი შვილების დავალებებს, მიმდინარე ნიშნებსა და მასწავლებლების უკუკავშირს, სკოლებში დიდ ინტერესს იწვევს.
ეს მიდგომა საგაკვეთილო პროცესს ბევრად უფრო გამჭვირვალეს ხდის და ეხმარება ორივე მხარეს, დროულად დაინახონ თითოეული მოსწავლის საჭიროებები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი, ასმათ ხაბულიანი სიახლეს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ მშობლებისთვის ინფორმაციის მყისიერი მიწოდება საგრძნობლად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს, თუმცა რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია სწორი სასკოლო მიზნების დასახვა და ასევე გამართული ინტერნეტკავშირი.
„ეს ინიციატივა ძალიან დროული და ეფექტურია, რადგან უკუკავშირის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. მშობელს უნდა ჰქონდეს სრული სურათი, თუ რას აკეთებს ბავშვი სკოლაში, რა დავალებები აქვს და როგორ ფასდება. თუმცა, ამ პროცესში მთავარია, რომ სასწავლო წლის დასაწყისშივე ნათლად განვსაზღვროთ და მოსწავლეებსაც გავაცნოთ სკოლის კონკრეტული მიზნები. როდესაც მშობელიც და მოსწავლეც ხედავენ საერთო ორიენტირს, ღია წვდომა დავალებებზე გაცილებით უფრო ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნავს ქალბატონი ასმათი და დასძენს, რომ ასევე მნიშვნელოვანია გამართული ინტერნეტკავშირი, რაც მთაში ნაკლები ფუფუნება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს
„ღია წვდომა დავალებებზე გაცილებით უფრო ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს“...
„სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მასწავლებელი მეგზურია და არა მკაცრი შემფასებელი“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა