სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს სტატუსის მიხედვით პროფესიული განათლების მასწავლებელს
08-10-2026
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა და შესაბამის პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად კანდიდატმა კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. გთავაზობთ, თითოული სტატუსისთვის განსაზრვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც კანონითაა განსაზღვრული.

ძირითადი მასწავლებელი

ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, რომელიც უკავშირდება იმ პროგრამით ან მოდულებით განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებს, რომელთა სწავლებაც მას დაევალება.

გარდა განათლებისა, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია შესაბამისი პროფესიული გამოცდილებითაც. კერძოდ, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია პროგრამით ან მოდულებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

მოწვეული მასწავლებელი

მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება იმ მიმართულებით, რომელსაც კონკრეტული პროფესიული პროგრამა ან მოდული მოიცავს.

ამასთან, პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის კანდიდატი შესაბამის დარგში მოქმედი პრაქტიკოსი უნდა იყოს. ეს მოთხოვნა ხაზს უსვამს პროფესიულ განათლებაში პრაქტიკული ცოდნისა და რეალური სამუშაო გამოცდილების მნიშვნელობას.

ინსტრუქტორი

ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატისთვის აუცილებელი მოთხოვნაა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. გამოცდილება უნდა უკავშირდებოდეს იმ სწავლის შედეგებს, რომლებიც კონკრეტული პროფესიული პროგრამით ან მოდულით არის განსაზღვრული.

სამუშაო გამოცდილების დადასტურება

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სამუშაო გამოცდილების დადასტურება.

შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება იმ დაწესებულების მიერ, რომელიც კონკრეტულ პროფესიულ პროგრამას ახორციელებს. შესაბამისად, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და პროცედურების საკითხზე კანდიდატმა ინფორმაცია უშუალოდ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მიიღოს.

მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ერთდროულად აკმაყოფილებს ძირითადი და მოწვეული მასწავლებლისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია, კანდიდატთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის პროფესიული განათლების მასწავლებლის შესაბამისი სახის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ეს შესაძლებლობა დაწესებულებას საშუალებას აძლევს, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვროს, პროფესიული განათლების მასწავლებლის რომელი ტიპი შეესაბამება მის კომპეტენციებსა და საქმიანობის მიმართულებას.

ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელი

ცალკე ყურადღებას იმსახურებს პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს ასწავლის. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ისე მოწვეული მასწავლებელი.

ამრიგად, პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესაბამისი განათლების არსებობა, არამედ კონკრეტულ პროფესიულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილებაც. ძირითადი, მოწვეული მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა თითოეულ შემთხვევაში მთავარი პრინციპია კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა კონკრეტული პროგრამითა და მოდულით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება