სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“ - ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
02-06-2023
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები და გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის IV კლასში, რომლის დამრიგებელი ინგა ჩხიკვაძეა, ღონისძიება: „ენა დედაა ერისა“ გაიმართა.

„მოსწავლეებმა უნიკალური წიგნის „დედაენის“ შესახებ ბევრი გაიგეს და ინფორმაცია მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე ისინი იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

„მოსწავლეები დარწმუნდნენ იმაში, რომ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ისინი მიხვდნენ, რომ მხოლოდ დედაენა არის ენა გულისა, გრძნობისა, სხვა ენა აქ ყოვლად უძლურია. მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება