| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პედაგოგ მარინა ბურდულის ხელმძღვანელობით, არაერთ აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, შრომისმოყვარე და აქტიურმა მეოთხეკლასელებმა ზეპირი პრეზენტაცია - „სამშობლოს სიყვარული“ გამართეს.
მათ მშობლიურ ენაში შესწავლილი მასალიდან სამშობლოსათვის თავდადებულ ქართველებზე ლექსები, მოთხრობები და თქმულებები შეარჩიეს, შემდეგ კი აქტივობაზე წარადგინეს.
მეოთხეკლასელები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ პატრიოტულ თემაზე ილუსტრაციები შექმნეს, რომლებსაც თან ტექსტებიდან წარმოდგენილი პერსონაჟების შესახებ ციტატები დაურთეს. დასასრულს, მოსწავლეებმა მხატვრულად ლექსები წარმოთქვეს.
„პრეზენტაციაზე მუშაობის დროს, მოსწავლეებმა სიტყვა „სამშობლოს“ მნიშვნელობა უფრო მშობლიური და ღირებული გახადეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თავდადებული ქართველების შესახებ შესწავლილი მასალის განმტკიცება. მოსწავლეების აზრით, ყველა ქართველი სამშობლოს კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად