სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაცილებთ ანბანს და ვემშვიდობებით პირველ კლასს!“ -  პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ალერტკარის საჯარო სკოლაში
29-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს.
 
ღონისძიების სახელწოდება - „ვაცილებთ ანბანს და ვემშვიდობებით პირველ კლასს!“, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ლალი ბარქაია და მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა, მონტაჟი - „დედაენაზე“, წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა უდიდეს პედაგოგზე და საზოგადო მოღვაწეზე - იაკობ გოგებაშვილზე ისაუბრეს და ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლეთა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. 

ბავშვებმა ასევე თემატური ლექსები მხატვრულად, დიდი მონდომებით წაიკითხეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ღონისძიების ბოლოს კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა,  ნუკრი ბერიშვილმა მადლობა გადაუხადეს ბავშვებს, დიდი 
წარმატება უსურვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზში საზეიმო და სადღესასწაულო განწყობა სუფევდა, ღონისძიება ყველასთვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება