სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა შთამბეჭდავად გააცილეს
29-05-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით, გააცილეს. 

„ბოლო ზარი“ თოთხმეტი კურსდამთავრებულისთვის დაირეკა. აღსანიშნავია, რომ მათგან ექვსი - ნატალი ბუსკივაძე, თათია ქარქაშაძე, მარიამ ცერცვაძე, ლევან კოვზირიძე, ზურა გავაშელაშვილი და ანანო კუბლაშვილი მედლის კანდიდატები არიან. 

გაიმართა ღონიძიება, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სიტყვით გამოვიდნენ: კლასის ხელმძღვანელი - მადიმი დოლაკიძე, პირველი მასწავლებელი - ნინო გოგიაშვილი, სკოლის დირექტორი - ინგა ჯალიაშვილი, მშობელი - თეა ქემოკლიძე და მეთორმეტე კლასელები : ნატალი ბუსკივაძე, თათია ქარქაშაძე და მარიამ ცერცვაძე. მოსწავლეებმა თავიანთი პედაგოგების მიმართ, მადლიერება გამოხატეს. 

ასევა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნიკა კუპატაძე, დათო კუპატაძე, ნინი გავაშელაშვილი, ქრისტინე გავაშელაშვილი, ანი ჯანგიანი, ფატი ზარნაძე, მარი ქაშაკაშვილი, ნოდარ რობაქიძე და ნინი კუბლაშვილი. მათ მაყურებელი თავიანთი შემოქმედებით დაატკბეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების მხატვრულ ღონისძიებას გივი წაქაძე და ლიკა ცერცვაძე უძღვებოდნენ. კლასის ხელმძღვანელმა - მადიმი დოლაკიძემ კურსდამთავრებულებსა და მშობლებს სამახსოვრო სიგელები და მადლობის ფურცლები გადასცა.

სკოლის დირექტორმა კი ყველა მოსწავლე სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ასევე მადლობის ფურცლები გადასცა დამამთავრებელი კლასის ხელმძღვანელსა და პირველ მასწავლებელს. კურსდამთავრებულებმა მადლიერების გამომხატველი ფურცლები გადასცეს სკოლის მასწავლებლებს.

ზეიმის შემდეგ, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა ელისო ჩიქოვანმა სკოლის კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველა მომაჯადოებელ გარემოში აღმოჩნდა. მადლიერების გამოხატვა არც აქ დავიწყებიათ და ყველა მონაწილე მეთერთმეტეკლასელი დაჯილდოვდა მადლობის სიგელით.

შემდეგ, კუსდამთავრებულებმა გეზი ქუთაისისაკენ აიღეს, მოილოცეს და სანთლები აანთეს ბაგრატის ტაძარში, არც წყალტუბოს მონახულება დავიწყებიათ. საღამოს დიდი წვეულება ღვანკითის საბანკეტო დარბაზში გაიმართა.

მეორე დღეს კი, კურსდამთავრებულები და მშობლები კლასის ხელმძღვანელთან ერთად, რაჭაში გაემგზავრნენ, სადაც ნახეს და მოილოცეს ნიკორწმინდის, ბარაკონისა და მრავალძალის ისტორიული, ხუროთმოძღვრული ძეგლები.
 
„კედლები და ორასწლოვანი ცაცხვის ხეებიც კი იღიმოდნენ და ითვლიდნენ, მერამდენე თაობას ემშვიდობებოდნენ ამ ამაღელვებელ დღეს.
ყველაზე მეტად კი სკოლასთან გამომშვიდობებას განიცდიდნენ პედაგოგები და კურსდამთავრებულები, თავიანთი მშობლებით.
საღამოს მასპინძელი კი იყო მდინარე კრიხულას სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი „რივერსაიდი“.
კურსდამთავრებულთა დღეები დასრულდა.
მშობლებმა ემოციური სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს კლასის ხელმძღვანელს, რომელიც 8 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა მათთან და მათ შვილებთან.

აი ეს სიტყვაც: დადგა დრო, როცა უნდა თქვა მართალი, გულწრფელი და სიყვარულით სავსე სიტყვები. ეს დღე მნიშვნელოვანია ღვანკითის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მშობლებისათვის, თუმცა უფრო დიდი ხნით ადრე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გამოგვეხატა მადლიერების გრძნობა მადიმი მასწავლებლისადმი. გვეყოფა კი სიტყვები ამისათვის?არ ვიცით, მაგრამ მაინც გავბედავთ, რომ გთხოვოთ, მიიღოთ ჩვენი მადლიერება, ვაღიარებთ, რომ თქვენ ბრძანდებით გმირი. წლების განმავლობაში ჩვენი შვილებისათვის თავს არ ზოგავდით; ზრუნავდით, იყავით მათი მხარდამჭერი, ათბობდით და ესათუთებოდით თითოეულ მათგანს, სწორი მიმართულებით მიგყავდათ მათი ზნეობა, უანგაროდ უნაწილებდით დედობრივ სიყვარულს, უქმნიდით სასიამოვნო გარემოს.
მადლობა, კეთილი გამომეტყველებისათვის. თქვენ ასწავლეთ ჩვენს შვილებს, რა არის ნდობა, ცდილობდით მათი ცხოვრების საზრისი ღირებულებებზე გასულიყო.
და ახლა, როცა უკვე მიაცილეთ ისინი ზღურბლთან, რათა გაიხურონ ბავშვობის ჭიშკარი და ცხოვრების დიდ აღმართს შეუდგნენ, გპირდებით, რომ ჩვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ გაწეულ ამაგს და იქნებიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილები.
მადლობა, მადიმი მასწავლებელო.
2023 წლის კურსდამთავრებულთა მშობლები“.
მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები ცხოვრების საგზლად გაჰყვებათ ღვანკითის საჯარო სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება