სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
29-05-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები ემოციურად გააცილეს. 

„ბოლო ზარი“ 4 კურსდამთავრებულისთვის -  გიორგი ტყაბლაძის, დემო ტყაბლაძის, ლუკა ტყაბლაძისა და გიორგი ხერგიანისთვის დაირეკა. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით, დამრიგებელ თეონა იობიძის ხელმძღვანელობითა და კოლეგების მხარდაჭერით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. 

ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით, ლექსებით, სიმღერებითა და სპექტაკლით იყო გაჯერებული. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სიყვარულის ზეიმად იქცა ბოლო ზარის ღონისძიება სოფელ ყუმისთავის სკოლაში. იყო ზღვა ემოცია... გულისამაჩუყებელი ვიდეომიმართვები მონატრებული ემიგრანტი მშობლებისა და მასწავლებლებისაგან; იყო თანასკოლელების გამოსვლები, იყო სიურპრიზები, დაჯილდოებები, საჩუქრები და გაოცება. ფეიერვერკი და ბევრი სიფერადე! იყო ნათელი სახეები, გულწრფელი გრძნობები, მილოცვები და კეთილი სურვილები! სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს უკეთესობისკენ შეეცვალოთ ცხოვრება! იოცნებეთ თამამად! დაისახეთ მიზნები და იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენო ბიჭებო! ჩვენ კი სკოლიდან დიდ სიყვარულს გატანთ ცხოვრების საგზლად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება