სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ღია წრე“, „ბრაზის თერმომეტრი“, „მადლიერების ყულაბა“ - სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი პრაქტიკული სტრატეგიები მასწავლებლებისთვის
26-05-2023
-
+


ბოლო წლებში თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარება მიიჩნევა, რადგან ეს არის საზოგადოების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

სოციო-ემოციური სწავლის შესაძლებლობის მიცემა მოსწავლისთვის ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერ კლასსა და საგანში შეიძლება.

მოსწავლე აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბდება თუ სწავლისას სოციო-ემოციური განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებს გამოიყენებთ. ამგვარი სტრატეგიაა: „ბრაზის თერმომეტრი“, რომლის შედეგად: მოსწავლეები სწავლობენ, რომ გაბრაზება ბუნებრივი მოვლენაა, რომ ყველა შეიძლება გაბრაზდეს სხვადასხვა მიზეზის გამო; აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ გაბრაზებას განსაკუთრებით ჭარბი ემოციები ახასიათებს და ამ დროს შეიძლება ადამიანმა წონასწორობა დაკარგოს; აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში ბრაზის ტემპერატურამ შეიძლება ისე მოიმატოს, როგორც წყლის ტემპერატურა იმატებს ნელ-ნელა, სანამ ადუღდება.

„ბრაზის თერმომეტრი“ - საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს ემოციების მართვას ასწავლის

სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობ აქტივობებს, ტექნიკებსა და თამაშებს შორის ძალზე გავრცელებულია „მადლიერების ყულაბა“. ის ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: თვითშემეცნება; საკუთარი და სხვების ემოციების ანალიზი; პატივისცემა; ემპათია; მადლიერება; კომუნიკაცია; პროსოციალური კომპეტენცია; ყურადღება და დაკვირვება; კრიტიკული აზროვნება.

„მადლიერების ყულაბა“ - სახალისო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს ემპათიის უნარს გამოუმუშავებს და სხვების პატივისცემას ასწავლის

წარმატებულ პროგრამად მიიჩნევა „ბილიკები“, რადგან ის საუკეთესო საშუალებაა: პრობლემის გაჭრისა და დაგეგმვის უნარების განვითარებისთვის; ფრუსტრაციასთან გამკლავების უნარის განვითარებისთვის; მეხსიერების გავარჯიშებისთვის; იმპულსების კონტროლის უნარის განვითარებისთვის.

სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი წარმატებული პროგრამა ასევე „ღია წრე“. მის განხორციელებაში ჩართულია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი. „ღია წრე“ ეხმარება სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთო ენის გამონახვაში; აუმჯობესებს სასკოლო კლიმატს; ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და პროსოციალური უნარების გამოყენებაში; ამცირებს ნეგატიურ ქცევას, აგრესიას, ძალადობას; აუმჯობესებს როგორც მოსწავლეთა, ასევე, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების სხვა ზრდასრულ წევრთა სოციო-ემოციურ უნარებს; ქცევის მართვის პროაქტიული მიდგომის საფუძველზე, უზოგავს დროს მასწავლებლებს მოსწავლეთა აკადემიური მიზნების მიღწევისთვის.

პროგრამა 4R (Reading, Writing, Respect and Resolution – კითხვა, წერა, პატივისცემა და გადაწყვეტილება) მიიჩნევა სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობ ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომად, განსაკუთრებით, სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის. პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია მოსწავლეთა ქცევის გაუმჯობესებაზე შემდეგი მიმართულებებით: ერთ გუნდად შეკვრა; ემოციებისა და გრძნობების აღქმა-გააზრება; მოსმენა; თავდაჯერებულობა; პრობლემის გადაჭრა; მრავალფეროვნების დაფასება და თანამშრომლობა.

სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი პრაქტიკული სტრატეგიების ცოდნა სტატუსის ამაღლების მსურველ ყველა მასწავლებელს მოეთხოვება. პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი ლიტერატურაც. უფრო კონკრეტულად სოციო-ემოციური სწავლის ნაბიჯებსა და აქტივობებს გაეცანით ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულები, შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

ყოველთვიურად სკოლები 1,470 ლარიდან 1,838 ლარამდე გაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიულ სასწავლებლებიც გადაიხდიან 

უფასოა თუ არა გამოცდებისას დანიშნული დამატებითი ტრანსპორტი აპლიკანტებისთვის? 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე

საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი უპირობოდ მოიპოვა ანასტასია აბესაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება