სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში
11-05-2023
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 
 
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მანანა ნათენაძე და ნანა კარაპეტიანი მეექვსე, მეშვიდე, მეათე და მეთერმეტე კლასების მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებული აქტივობებით შეხვდნენ.  

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა თემატური ლექსები, მეათე კლასის მოსწავლეებმა კი ნაწყვეტები პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხეს. მეთერთმეტეკლასელებმა დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხოლო მეექვსეკლასელებმა პრეზენტაცია - „არა ბარბარიზმებს“ მოამზადეს.

ღონისძიებაზე მუსიკის მასწავლებლის, ლეილა თელიაშვილის, ორგანიზებით, სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფმა დედაენაზე სიმღერები შეასრულა. ამ ყველაფერს კი საცეკვაო ნომრებიც მოჰყვა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ასეთმა ჩართულობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება