სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ - მოხისის საჯარო სკოლაში ბუნების დაცვის მნიშვნელობას საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა 
11-05-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში ბუნების დაცვის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ როგორი მნიშვნელოვანია, თავიანთი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის საკითხში.

მეშვიდეკლასელებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე ასევე ფილმი - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ განიხილეს და მასწავლებელ თამრიკო გიკაშვილთან ერთად, დისკუსია გამართეს ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით.

მათ ასევე გაიხსენეს ჯონ ოდობონის სიტყვები: „ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი“.

„გარემოს დაცვის საკითხში მოქალაქეთა პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა თამარ მასწავლებელს დისკუსიის შეჯამებისა და საინტერესო რჩევებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება