| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგების ხელმძღვანელობით ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და დედამიწის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა, თემატური ლექსები წაიკითხეს, ქართული ენის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
ხოლო დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი კედლის გაზეთი - „გადაარჩინე დედამიწა“ შექმნეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი