სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთარში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
13-10-2026
-
+


საგნის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა და მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ვის აქვს უფლება 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე გავიდეს.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი და 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელშიც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;

ბ) მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე;

გ) მოწვეულ მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული არ აქვს საგნის გამოცდა, ან არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, ან არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელშიც არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანის/საგნების ტესტირებაში, რომელ საგანს/საგნებსაც ასწავლის (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა, ეთნიკური უმცირესობების ენებისა, სპორტისა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I – IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები) და სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები)) და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საგნის/საგნების ტესტირებაში და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოწვეულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ ტესტირებაში, რომელ საგანსაც ასწავლის და უფლებამოსილია, რეგისტრაციის დროს მიუთითოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი საგანი.

5. რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ცენტრისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლების/მოწვეული მასწავლებლების შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ინფორმაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საგნის/საგნების შესახებ) მიწოდებას.

6. ცენტრი ვალდებულია, საგნის გამოცდებზე რეგისტრირებული მასწავლებლების/მოწვეული მასწავლებლების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ინფორმაცია არჩეული საგამოცდო საგნის/საგნების შესახებ) რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღეში გადაუგზავნოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ამოწმებს მონაცემებს და გადამოწმებულ ინფორმაციას უგზავნის ცენტრს 7 დღის ვადაში .


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება