სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
04-05-2023
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით ჩაერთო.  

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება და მაში საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობენ. 

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრები მე-9 - მე-10 კლასების მოსწავლეები: მარიამ გოგიაშვილი, ქეთი სვიანაძე, ნინო ბობოხიძე, ნინა გეორგიევა, ოთარ მაჭარაშვილი, გოჩა სოფრომაძე  და მარიამ ცარციძე არიან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი კონკურენციის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.

„მადლობას ვუხდით საამაყო ბავშვებს ღირსეული თამაშისათვის, მათი გუნდი ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, მცირედი დააკლდათ სრულ გამარჯვებამდე. გვჯერა, ეს გამოცდილება მომავალი წარმატების საწინდარი იქნება თქვენთვის, საიმედო, ერუდირებულო, საამაყო გოგო-ბიჭებო. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, გიორგი გამცემლიძეს, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს თამაშისათვის მომზადებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება