სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა
04-05-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

სკოლაში, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საინტერესო პლაკატი მოამზადეს, ამ სინდრომის შესახებ რეალური ინფორმაცია მოიძიეს და შემეცნებითი სახალისო სიმღერა - „ანო და ვანო“ შეასრულეს.

„ჩემი მიზანი, როგორც კლასის ხელმძღვანელის იყო, მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება და აქტიური ჩართულობა სოციალურ საკითხებში, რათა იყვნენ ტოლერანტულები და ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მეცნიერმა - ჯონ დაუნმა პირველმა აღწერა ეს სინდრომი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.  ეს დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ რიცხვში რამდენიმე წელია, საქართველოცაა. 

საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით ამ დღესთან დაკავშირებით „უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია“ დამკვიდრდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება