სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 სკოლის მოსწავლეები, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში იმყოფებოდნენ
02-05-2023
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა, ევროპული პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში, დაგეგმილ პროექტში „დარტანიანიდან ნაპოლეონამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ დიუმას ევროპა“ მონაწილეობს.

ეს პროექტი ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობით ხორციელდება:
1. Saint Exupéry de Condom კოლეჯი - საფრანგეთი;
2. Istituto Arnolfo di Cambio - იტალია;
3. ილია ჭავჭავაძის საჯარო ქალაქ თბილისის N23 სკოლა - საქართველო;
4. Gymnazium კოლეჯი - ჩეხეთი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ღიაობის დინამიკის შექმნა და გამოცდილების, პრაქტიკის გაცვლა ასოციაციურ, საგანმანათლებლო სამყაროსა და ეროვნულ ინსტიტუციებსა (კერძოდ ადგილობრივ თემებს) და ევროპეულ ინსტიტუციებს შორის. იმისათვის, რომ:

  • ხელი შეუწყოს აქტიურ მოქალაქეობას, ამ სფეროში გამოცდილების შეძენას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კულტურათაშორისი უნარების განვითარებას;
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში, სწავლასა და საერთაშორისო ღიაობას;
  • გაერთიანდნენ ახალგაზრდები, მასწავლებლები და ინსტიტუტები საერთაშორისო პროექტის გარშემო ;
  •  მხატვრული ლიტერატურის შესწავლით, სხვადასხვა მხატვრული ტექნიკის გამოყენბით ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში, საფრანგეთი, ჩეხეთი და საქართველო უმასპინძლებს მონაწილე მოსწავლეებს.

2023 წლის 16 აპრილიდან 23 აპრილამდე განხორციელდა პირველი ვიზიტი საფრანგეთში. მათი მასპინძელი ჟერსის დეპარტამენტი გახლდათ. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა დაუვიწყარი შვიდი დღე გაატარეს ფრანგ, იტალიელ და ჩეხ თანატოლებთან ერთად.

„ყოველი დღე ძალიან აქტიური და დატვირთული იყო: „ვორქშოპები“, ერთმანეთის კულტურის გაცნობა, შემეცნებითი ექსკურსები სხვადასხვა ქალაქში, დარტანიანის, როგორც ისტორიული პირის გაცნობა, მისი მშობლიური სოფლის მონახულობა, ჯგუფური აქტივობები, ფარიკაობისა და ცხენზე ჯირითის მასტერკლასები, ფრესკების ხატვა, მოგზაურობის დღიურების წარმოება და სხვ.
ეს ყველაფერი სამწლიანი დიდ თავგადასავლის დასაწყისია!
ჩვენმა არაჩვეულებრივმა მოსწავლეებმა არამარტო სკოლა, არამედ ქვეყანა ასახელეს, გააცნეს ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ინტელექტიუალ-შემოქმედებითი შესაძლებლობები.
ამ ყველაფერმა ასეთი წარმატებითი რომ ჩაიარა უამრავი ადამიანის დამსახურებაა!
მადლობა თითოეულ მათგანს - სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, ფრანგული ენის კათედრას, მოსწავლეთა მშობლებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება