სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლის ეზო მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაამწვანეს
02-05-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, მათთვის საინტერესო და სახალისო აქტივობა განახორციელეს.

მათ სკოლის ეზო უდიდესი მონდომებით, ხალისითა და პასუხისმგებლობით გაამწვანეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

„სკოლის ეზოს გამწვანების პროცესში თითოეული მათგანი სიხარულით ჩაერთო. გარემოსადმი ზრუნვამ და მათი უშუალო მონაწილეობით მცენარეების დარგვამ მოსწავლეებს ბუნებისადმი სიყვარული გაუძლიერა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეოები:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება