სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N2 სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
02-05-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დედაენის დღე ყოფილა. 

1-ელბ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონკურსი „ნორჩი კალიგრაფი“ ჩატარდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება იყო. დავალებას მოსწავლეებმა თავი წარმატებით გაართვეს და ნაშრომები წარადგინეს. ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათი კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ქირიაა.

გარდა ამისა, ქართული ენის კვირეულთან დაკავშირებით VIIა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნ. შეროზია) რევაზ ინანიშვილის მოთხრობის - „ტყის შვილების" მიხედვით ე.წ. „მკითხველის თეატრი" შექმნეს. აქტივობის მიზანი იყო გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა პერსონაჟთა ხასითი, მათი მეტყველების მიხედვით, შეისწავლეს და გამოავლინეს. დააკვირდნენ, თუ როგორ აისახება ემოცია ადამიანის ხმაში. ამის გათვალისწინებით მოირგეს პერსონაჟთა როლები, მოემზადნენ სათანადოდ და წარმოადგინეს მინისპექტაკლი.

ასევე, VIა კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გამართეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ემოციურად წაიკითხეს ქართველ პოეტთა გულმხურვალე სტრიქონები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს როლური თამაში, რომლის თემაც ჩვენს ენაში მოჭარბებული ბარბარიზმები იყო.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - გ. ხუბულავამ და ნ. შეროზიამ მოსწავლეებს მშობლიური ენის მნიშვნელობა შეახსენეს და მისი დაცვისკენ მოუწოდეს. პროექტში ჩართული იყვნენ მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგები: ნ. შურღულაია და ს. ხუხია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება