სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ქობულეთის N5 სკოლაში 
02-05-2023
-
+


ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა, დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა, მრავალჭირნახული მშობლიური ენის ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, თუ როგორ კითხულობდა ფესვებს მოწყვეტილი, ჩადრჩამოფარებული ქართველი ქალი „დედაენას“. 

ბავშვებმა, აღნიშნეს, რომ ქართველი საუკუნეთა განმავლობაში იცავდა ენას, მამულსა და სარწმუნოებას, მათი თქმით, თითოეულმა ჩვენგანმა, მშობლიური ენის გადარჩენის საქმეში, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

ღონისძიებაზე, სასკოლო საზოგადოება შეთანხმდა, რომ ენის პოპულარიზაციის მიზნით სოციალურ ქსელებში მათი სახელი და გვარი ულამაზესი ქართული შრიფტით იქნება დაწერილი, მიმოწერაც მხოლოდ ქართულად წარიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მნიშვნელოვანი დრო კალიგრაფიის კონკურსს დაეთმო, რომლის მთავარ მიზანს ენის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

კონკურსში, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ პარალელურად „დედაენის“, დღისადმი მიძღვნილი ნახატები შეიქმნა, ღონისძიება გაამრავალფეროვნა პირველკლასელთა მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ამ დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრები, რისთვისაც მოსწავლეები მადლობას, პედაგოგ შორენა ქამადაძეს უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მე-6 საჯარო სკოლაში მოეწყო, მასპინძლობისთვის მოსწავლეები მათ მადლობას უხდიან. 

„წერე ულამაზესი ქართული შრიფტით!“,- ასეთი იყო ღონისძიების დევიზი. 

„ქართული მარტო ენაა?!"... 1978 წლის 14 აპრილი... ქართული ენა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო. ერის ერთსულოვნებამ იხსნა იგი ურჩხულის კლანჭებისაგან. ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო სტატუსი, ამ დღის აღსანიშნავად „დედაენას“, დაუდგეს ძეგლი, რომელიც განასახიერებს ცოდნით ფრთაშესხმული ჭაბუკის სწრაფვას ზეცისაკენ, მწვერვალებისაკენ, სივრცეების დაუფლებისაკენ“, - აღნიშნეს ღონისძიებაზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება