სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N127 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
02-05-2023
-
+


თბილისის N127 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენები თუ თარიღები აქტიურად აღინიშნება.

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა. 

„ქართული ენის სიყვარული ბავშვობიდან იწყება“ - აღნიშნავენ თბილისის N127 საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს ქართული ენის სიწმინდის დაცვას და ერთის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლს ასწავლიან. 

დედაენის დღესთან დაკავშირებით პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მშობლიურ ენას ხელოვნების ენით მოეფერნენ და შეასხეს ხოტბა. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება