სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს - ეკა სეფიაშვილსა და თეონა ღონღაძეს მენტორის სტატუსი მიენიჭათ
02-05-2023
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს - ეკა სეფიაშვილსა და თეონა ღონღაძეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭათ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ ეკა სეფიაშვილისთვის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეონა ღონღაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პედაგოგებს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ეკა სეფიაშვილსა და თეონა ღონღაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ძვირფასო კოლეგებო, ამ დიდ წარმატებას, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით, მიზანდასახულობით, პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებით ღირსეულად მოიპოვეთ. ეს ყოველივე კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ ჩვენი სკოლისა და მოსწავლეების წინაშე, ამიტომ კიდევ დიდ წარმატებებს ველოდებით. გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება