სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო
02-05-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი საინტერესოდ აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა არაერთი აქტივობის განხორციელების შემდეგ, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გააკეთეს.

მეშვიდეკლასელებმა გარემოსდსდაცვით დღესთან დაკავშირებით ინფორმაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე მოიძიეს, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. 

მათ ასევე თემატური პლაკატები და კედლის გაზეთი დაამზადეს.

აქტივობაში ისინი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

პროექტის ხელმძღვანელები:  მარიკა ჩხაპელია და ლარისა გვაზავა გახლდათ.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება