სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბლაციხის საჯარო სკოლა რობოტიკისა და ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმზე საინტერესო პროექტით წარდგა
02-05-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლა რობოტიკისა და ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმში მონაწილეოდა.

მოსწავლეებმა, სიმპოზიუმზე პროექტი - „ნანოტექნოლოგიები“ წარმატებით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ რობოტიკისა და ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმი, YM Tbilisi-ს მიერ იყო დაგეგმილი, დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის ფინალურ ეტაპზე მიიწვიეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის - „მდგრადი განვითარების სკოლა“, ფარგლებში გუნდის ლიდერმა XI კლასის მოსწავლე თორნიკე ძნელაძემ, შენობის სიხშირემზომი ხელსაწყო - სენსორის სქემა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ხელსაწყოში გათვალისწინებულია ნანოტექნოლოგიის ინტეგრება, ტრანზისტორისა და კვარცის კრისტალის გამოყენებით.

საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებულია Vlll, Xl კლასის მოსწავლეებისგან, პროექტის ხელმძღვანელი კი, ფიზიკის უფროსი მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე გახლავთ. 

პროექტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შესაბამისი რესურსით დაჯილდოვდა, რისთვისაც ისინი  YM Tbilisi -ს საპროექტო ჯგუფს დიდ მადლობას უხდიან. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება