სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი თაობა წინაპართა კვალდაკვალ„ - ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
02-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა - eTwinning- ში არის ჩართული, სასკოლო თემი, როგორც ევროპული სასკოლო საზოგადოების ნაწილი არაერთ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს. 

20 აპრილს, ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ახალი თაობა წინაპართა კვალდაკვალ „ (პროექტის ხელმძღვანელი: ი. სოსელია, პროექტში მონაწილე მასწავლებლები: ლულა ხვიჩავა,ნინო ჯოჯუა,მზია ქარდავა ) ფარგლებში, ქალაქ ჯვარის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება საკუთარი ქვეყნისა და კუთხის კულტურულ მემკვიდრეობაზე, მნიშვნელოვანი ისტორიული და არქეოლოგიური არტეფაქტების შესწავლა, პრეზენტაციების მომზადება, ფოტოების გადაღება და ვიდეორგოლების შექმნა.

„მოსწავლეებმა მუზეუმში არსებული არტეფაქტების შესახებ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ზურაბ სამუშიასაგან. საინტერესო ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს კი პრეზენტაციის სახით სკოლაში წარადგენენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება