სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელები ჭადრაკს დიდი ინტერესითა და მონდომებით ეუფლებიან
02-05-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ჭადრაკის მასწავლებელი - ხათუნა ქამადაძე თითოეულ მოსწავლეს ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმითა ასწავლის, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. ბავშვები სასწავლო პროცესში მონდომებითა და ინტერესით არიან ჩართულნი.

ისინი ჭადრაკის თამაშისას ანალიტიკური აზროვნების უნარებს იძენენ, რაც მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარება.

„ჭადრაკი ერთ-ერთი უძველესი ინტელექტუალური თამაშია, რომელიც აზროვნებისა და ლოგიკის განვითარების ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა მოსწავლის შემდგომი განვითარებისათვის. ჭადრაკი ორ მოთამაშეს შორის მიმდინარეობს და თამაშის დასაწყისში ორივეს ჰყავს საკუთარი მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი. თამაშს ყოველთვის იწყებენ თეთრები. როგორც უკვე ვთქვით, მეფე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მეტოქის მიზანია, სწორედ მასზე მიიტანოს შეტევა. ჭადრაკში „ქიში“ ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც მეტოქის ფიგურა ისეთ პოზიციაზეა, საიდანაც შეუძლია, შემდეგ სვლაზე მეფეს შეუტიოს. „ქიშის“ ქვეშ ყოფნის დროს მოთამაშის სვლები შეზღუდულია: მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ისეთი სვლა, რომელიც მეფეს ქიშისგან დაიცავს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებასა და კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება