სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილემის საჯარო სკოლაში, აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა
01-05-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ აფხაზეთის კვირეულში ჩაერთნენ. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

მათ თანასკოლელებს აფახეთის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, შექმნეს კედლის გაზეთი და გააკეთეს საინფორმაციო ფლაერები.

„წლების გასვლასა და თაობების ცვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ იცოდეს აფხაზეთის შესახებ, როგორც მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიცია, ეთნოგრაფია, ასევე შეძლებისდაგვარად - თანამედროვე ყოფა. ძალზე მნიშვნელოვანია აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარება - „მეგობრული ხიდების მშენებლობა“.
აფხაზეთის ტერიტორიაზე უამრავი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთა შესახებაც ნაკლები ინფორმაცია აქვს ახალ თაობას. კიდევ უფრო ნაკლებად იცნობენ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებს, განსაკუთრებით კი მათ თანამედროვე მდგომარეობას - ასეთი იყო მოსწავლეების მთავარი გზავნილი კვირეულის ფარგლებში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება