სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგ ეკატერინე გელაშვილს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისთვის მენტორის სტატუსი მიენიჭა
01-05-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგ ეკატერინე გელაშვილს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის - ეკატერინე გელაშვილისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი.

კანდიდატის საქმიანობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ეროვნულ დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება;
ბ) საერთაშორისო დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეკატერინე გელაშვილს მიენიჭა სქემით განსაზღვრული მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ეკატერინე გელაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„სოფელ წევის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს მენტორის სტატუსის განსაკუთრებული წესით მინიჭებას ბიოლოგიის მასწავლებელს ეკატერინე გელაშვილს. ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება