სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებისთვის სპექტაკლი დადგეს 
01-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო უგულავამ და მესამე კლასის მოსწავლეებმა პირველკალსელებს უმასპინძლეს და სპექტაკლი წარუდგინეს.

მესამე კლასი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის მიხედვით მუშაობს კომპლექსური დავალებებით. ერთ-ერთი მორიგი კომპლექსური დავალების -  როლური კითხვა ნუკრი ფურცელაძის „შურდულას“ მიხედვით, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა საინტერესოდ, სახალისოდ და შემოქმედებითად იმუშავეს ტექსტზე.

ტექსტის გაგება-გააზრების აქტივობების დასრულების შემდეგ, თვითონვე გაინაწილეს როლები, დაამზადეს ნიღბები, მოიძებნეს და დაამზადეს ყველაფერი, რაც დასჭირდებოდათ წარმოდგენისთვის. ბოლოს, გამოთქვეს სურვილი, რომ მათ მიერ დადგმული სპექტაკლი წარედგინათ პირველკლასელთათვის. ისე დაემთხვა, რომ პირველკლასელები ქართულ ხალხურ ზღაპარ „კომბლეზე“ მუშაობდნენ.

„წარმოდგენის ბოლოს, ორივე კლასის აქტიური ჩართულობით შედგა „შურდულასა“ და „კომბლეს“ შედარება. დასკვნაც ძალიან საინტერესო იყო: „როცა ადამიანს გვერდით კარგი მეგობრები ჰყავს, ის ნებისმიერ განსაცდელს გაუძლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს - ძალა ერთობაშია“. წარმატებებს ვუსურვებთ ნინო მასწავლებელს თავის აღსაზრდელლებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება