სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
01-05-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

შესაბამისად, სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინკლუზიური საზოგადოების უფლებების განუხრელი დაცვა და მხარდაჭერის უკეთ გაცნობიერებისთვის ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII4 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილებზე პროექტზე - „კი გამორჩეული, კი თავისებური, მაგრამ თქვენნაირი“, იმუშავეს. აქტივობაში მოსწავლეები პედაგოგ ინგა მართალიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა აუტისტური სპექტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს, ასევე, ჩაატარეს კვლევა თემში არსებული სტერეოტიპებისა და დამოკიდებულების გამოსავლენად. ცნობადობის ამაღლებისა და საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, სტუმრობდნენ ბათუმში არსებულ რეაბილიტაციის ცენტრს - „ფანშეტი’’, რომელიც უზრუნველყოფილია ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციისთვის საჭირო სერვისებითა და სპეციალისტებით.

„აპრილი - მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედ არის აღიარებული და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
 
ცენტრის - „ფანშეტი“ ფსიქოლოგი ქალბატონი დარინა დუმბაძე მოსწავლეებს ძალიან საინტერესოდ და ინფორმაციულად ესაუბრა აუტიზის სპექტრის შესახებ, განიხილეს, რა სახის სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში და როგორ უშლის ხელს ბავშვთა სოციალიზაციას საზოგადოებაში დამკვირდებული სტიგმა. მან აღნიშნა: „მათ შეუძლიათ კომუნიკაცია, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვეპყროთ მათ“. აუტიზმი - არის პაზლი, რომელიც ყველამ ერთად უნდა ავაწყოთ და ამის გასაღები, სიყვარულია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება