| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე.
ამ გარემოდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს.
პირველკლასელებმა, საინტერესო საუბრები გამართეს, ისინი დისკუსიაში მთელი სერიოზულობით ჩაერთნენ და დედამიწა შესაბამისი ეპითეტებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ ქართულის მასწავლებელი, ლეილა თვალაბეიშვილი დიდი რუდუნებითა და სიყვარულით უნერგავს პატარებს მშობლიური ენის სიყვარულს, მას თითოეული ფრაზა შეგნებით, გააზრებით მიაქვს ბავშვის გონებამდე, რაც შემდეგში სწორი მეტყველების საფუძველს ქმნის.
„დაე, დედამიწაზე იყოს მშვიდობა, რადგან თითოეულ ადამინს ჰქონდეს ლაღი ცხოვრება და ღიმილიანი სახე“ ,- მოსწავლეები ამ ფრაზის ირგვლივ გაერთიანდნენ და საზოგადოებას მოუწოდეს ბუნების მოფრთხილებისკენ.
„მოუსმინეთ ჩვენი შვილების მსჯელობას. იცოდით, რომ დედამიწა გოგოა?! თურმე მამაც ყოფილა... საინტერესო დასკვნები ... ვგიჟდები ჩემს პატარა, მოაზროვნე ბავშვებზე უყვარხართ ლეიკოს გულში! დამაკლდა დაჩის, მათესა და საბას საინტერესო საუბარი დედამიწის შესახებ“, - ასე გამოხატა მადლიერმა მასწავლებელმა საკუთარი ემოცია.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად