სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
01-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა. 

ის ხორციელდებოდა სლოგანის - „განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისთვის, INVEST IN OUR PLANET“ ფარგლებში. მისი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კომპეტენციის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გაღვივებას, ცოცხალი ბუნების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა - მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და ნახატები, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტი, სკოლის ეზოს შემატეს ნარგავები. გარდა ამისა, ჩატარდა ესეების კონკურსი, ასევე მრავალფეროვანი და საინტერესო ათამდე სადამრიგებლო კლასის საათი.

შემაჯამებელი ღონისძიება 21 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა აუდიტორიას გარემოსდაცვით საკითხებზე, მდგრადი განვითარების მიზნებზე მათი მომზადებული პრეზენტაციები გააცნეს.

პრეზენტაციებს ვიქტორინა-კონკურსის ფარგლებში მომზადებული სახალისო შეკითხვები ენაცვლებოდა, თავიანთი ნაშრომები ესეების კონკურში გამარჯვებულმა სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გახოკიამ და ინა ხელაიამ წაიკითხეს.

პროექტის ორგანიზებისათვის სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიგელებით მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ქრისტინე მიკირტიჩიანი, სამოქალაქო კლუბის ლიდერი ლიკა მიქაბერიძე, ეკო კლუბის ლიდერი ანასტასია კირვალიძე დააჯილდოვა. სიგელები მიიღეს ვიქტორინაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ასევე კვირეულის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის კლასის დამრიგებლებმა, ხელოვნების მასწავლებლებმა.

პროექტი განხორციელდა PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

აღსანიშნავია, რო, მოსწავლეთა თვითმმართველობის (თავმჯდომარე ქ. მიკირტიჩიანი), სამოქალაქო კლუბ „ერთობის" (ლიდერი: ლ. მიქაბერიძე) და ეკოკლუბ „ნიამორის" (ლიდერი:ა. კირვალიძე) ორგანიზებით და დირექციის მხარდაჭერით: IIგ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელ-ლი: ნ. ლობჯანიძე) მოამზადეს პოსტერები და სკოლის ეზოში დარგეს მოყვავილე დეკორატიული მცენარეები: ირმის რქა, არღავანი, კვიდო და ფაცია.

ასევე, სააქტო დარბაზში მოეწყო ვიქტორინა კონკურსი VIIა, VIIბ და VIIგ კლასებს შორის.

გარდა ამისა, XIIბ კლასის მოსწავლეებმა: ინა ხელაიამ და მარიამ გახოკიამ წაიკითხეს ესე თემაზე: „მე რომ დედამიწა ვიყო".
ეკოკლუბის წევრებმა: ერეკლე გედენიძემ, ნინო დოლაბერიძემ, მარიამ კიკვიძემ და კლუბის ლიდერმა ანასტასია კირვალიძემ პრეზენტაციები დედამიწაზე მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მოხალისე მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები მოამზადეს, რომლებიც სააქტო დარბაზში განთავსდა.

„საოცრად შთამბეჭდავი იყო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავა. ქალბატონმა ფაქიზომ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და კლუბების ხელმძღვანელებს: ქ. ფიქრია გიორხელიძეს და თ. ივანეიშვილს. თითოეული მონაწილე დირექციის მიერ დაჯილდოვებული იქნა სიგელებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება