| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო საგანმანათლებლო პროცესს სთავაზობენ და მათი სასწავლო დღეების გამრავალფეროვნებას სხვადასხვა აქტივობით, ღონისძიებითა თუ სასწავლო რესურსით ცდილობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მეოთხე კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა თემაზე - ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლი საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად