სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩალაუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
01-05-2023
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. 

„დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. 1970 წლიდან მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა ღონისძიება. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.

დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს არასასურველი ნარჩენებისაგან ბუნების გაწმენდა, თუ მეტი ხის დარგვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ადამიანებს ყოველი ჩვენი ქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.

სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ნანა კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს: მოაწყვეს ნახატების კონკურსი თემაზე - გავუფრთხილდეთ დედამიწას, გაამწვანეს სკოლის მიმდებარე ტერიტორა, შექმნეს კედლის გაზეთები, პლაკატები და პოსტერები. მოაწყვეს ნახატების გამოფენა და მწვანე კუთხე სკოლის სივრცეში.

„ამ ღონისძიებებით მოსწავლეებმა ყველას მოუწოდეს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, დავიცვათ და გვიყვარდეს ჩვენი ბუნება“,- გვეუბნებიან სკოლაში. 
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება