სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
01-05-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს მონდომებით აღნიშნავს.

ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და ქართული ხალხური ზღაპრები წარადგინეს.

მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება