სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოში“ - საინტერესო შემოქმედებითი პროექტი ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში
01-05-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოში“,- ეს იყო მეშვიდეკლასელებისა და ინგლისური ენის პედაგოგის მარიკა ჩხაპელიას პროექტის მთავარი თემა.

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეები პროექტში, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

პროექტის ფარგლებში, ორი ჯგუფი შეიქმნა და თითოეულმა ჯგუფმა ფუნქციები გადაინაწილა.

მოსწავლეებმა, საინფორმაციო ბუკლეტი და კედლის გაზეთი შექმნეს, ასევე ინტერვიუები ჩაწერეს: დედა მართასთან, მასწავლებლებსა და ბავშვებთან.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ, მოსწავლეთა ცნობიერება მნიშვნელოვნად გაამდიდრა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სააღდგომო შეჯიბრებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, სადაც 150 სკოლიდან, ლეხაინდრაოს სკოლა რამდენიმე სკოლასთან ერთად შეარჩიეს.

პროექტის მიწურულს, მოსწავლეებმა მშობლების ჩართულობით სააღდგომო ნამუშევრები შექმნეს და მრავალფეროვანი გამოფენა მოაწყვეს.

პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს  და პროექტი შეაჯამეს.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება