სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული აპრილი სულორის საჯარო სკოლაში
02-05-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლაში, აპრილის თვე მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. 

1 აპრილს სიცილის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა დვალიშვილმა  და  ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანი კოპალეიშვილმა,, მე-7 კლასთან საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

ბავშვებმა დახატეს სახასიათო „სმაილები“ - ბედნიერების, მწუხარების, სიყვარულისა და ღიმილის. მოსწავლეებმა, იმსჯელეს და გააცნობიერეს, რომ ღიმილი ყველაზე საუკეთესო წამალია საკუთარი თავისა და სხვების გასაბედნიერებლად. 

პატარებმა, შემდეგ კომედიური ჟანრის მსახიობების შესრულებით, კომედიური ფილმები და მზია კვირიკაშვილის იუმორისტული ნომრები ნახეს.

ბავშვებმა დაასკვნეს, რომ სასურველია ყოველი დღე  სიცილის, მხიარულების და ბედნიერების იყოს.

2 აპრილი- აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მასწავლებლებმა: ანჟელა დვალიშვილმა და ლელა ლორთქიფანიძემ, მე-7 კლასში ბავშვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ესაუბრნენ. ბავშვებმა მრავალფეროვანი ნახატები შეასრულეს და ფილმებს უყურეს.

7 აპრილი - ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქიმია -ბიოლოგიის მასწავლებლის , ნანა კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით ჯანმრთელობის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, მასში მონაწილეობდა საბაზო - საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ბავშვებმა, საინტერესო პრეზენტაციები და კედლის გაზეთი მოამზადეს, ასევე აღნიშნულ თემაზე ინფორმაციული ბუკლეტები შექმნეს. ბოლოს კი, მოსწავლეებმა, უბნის და სკოლის ექთნებს ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს 

მოსწავლეთა ყურადღების მიღმა, არც 9 აპრილის ჩაუვლია, ამ დღის აღსანიშნავად, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს, ისტორიის მასწავლებელმა იამზე  დვალიშვილმა საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღისა და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსათვის დაღუპული გმირების შესახებ.

დედაენის დღე კი, აღინიშნა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მასწავლებლების: ხათუნა შარაშენიძის, ქეთო დვალიშვილის და პირიმზე კაპანაძის ხელმძღვანელობით. პატარებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, იმღერეს და სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა მრავალფეროვანი წარმოდგენა შესთავაზეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებასა და მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დიდი ყურადღება ეთმობა.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები
საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება