სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „მილენიუმში“ პოეტ ტარიელ ხერხელაურს უმასპინძლეს
28-04-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს პოეტი ტარიელ ხერხელაური ესტუმრა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს.

მოსწავლეები ასევე მიწვეულ სტუმარს გაესაუბრნენ, დაუსვეს შეკითხვები და მისი წაკითხული ლექსები მოისმინეს.

„ბავშვებმა წარადგინეს მათი შექმნილი ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ტარიელ ხარხელაურის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, ლექსები, სტატიები, ინტერვიუები. მოსწავლეები მომავალშიც ერთგულად განაგრძობენ გვერდის მართვასა და სიახლეების განთავსებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.

„მათ აამღერეს ცნობილი ლექსი - „შენ ჩემო დიდო ტკივილო“,  სკოლის ბიბლიოთეკარმა, კალიგრაფმა და პოეტმა - ცირა ბულაშვილმა ლექსიც კი მიუძღვნა ბატონ ტარიელს, წაუკითხა და საჩუქრადაც გადასცა თავისი ორიგინალური ხელწერით შესრულებული“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის.

„მოსწავლეებისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვისა და სრულიად ქალაქისათვის დიდი პატივი იყო ბატონი ტარიელ ხერხელაურის სტუმრობა. ცოცხალი სიტყვის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება და ემოცია აღებეჭდა თითოეული მოსწავლის გულსა და გონებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა ეწყობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება