| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, აპრილის თვე საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.
სკოლაში, 13 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა, საქართველოსა და ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
,,ქართული მარტო ენაა?! - ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! - იმოდენაა!’’ - ეს ფრაზა ღონისძიებას ლაიტმოტივად დასდევდა.
არც დედამიწის დღის ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ყვავილებით გაალამაზეს სკოლის გარემო.
სკოლაში, 24-დან 28 აპრილამდე სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა - ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ .
მოსწავლეებმა, ფოტოსურათები მოიძიეს და აფხაზური ისტორიები ოჯახებიდან ჩაიწერეს.
ასევე სკოლაში, ხელოვნების მასწავლებლების ინიციატივით, მოეწყო ერთობლივი ხატვა ასფალტზე - „ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს“, აღსანიშნავია, რომ აქტივობას მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და საინტერესო ნახატი შექმნეს.
ბავშვებმა ასევე, მოკლე ვიდეოფილმი გადაიღეს.
სკოლაში, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებასა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად