| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა ჩატარდა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციები და ნახატები შექმნეს, მეორეკლასელებმა ნახატები დახატეს და მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო.
მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და მათაც, თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს და სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს, ასევე ანალიტიკური ესე წარმოადგინეს, თემაზე - „მე რომ დედამიწა ვიყო, ვიტყოდი, რომ“.
მე- 6 კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს და დედამიწისგან წარმოსახვითი ინტერვიუ აიღეს.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დაწერეს თემა - „როგორი მინდა იყოს დედამიწა“.
არც მე-8 კლასის მოსწავლეები გამორჩენილან, ამ დღის აღნიშვნას, მათ სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს, დედამიწაზე არსებული პრობლემები გააცნეს უმცროსი კლასის მოსწავლეებს და შესაფერისი ფილმის ჩვენება მოაწყვეს.
„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა“ - სიამაყით განაცხადეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად