სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსახიობის როლი მოირგეს და შთამბეჭდავი სპექტაკლი გაითამაშეს
28-04-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა გაკვეთილზე თოჯინების თეატრი წარადგინეს. 

როგორც ყოველთვის, პირველკლასელებმა საინტერესო, სახალისო, მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი იხილეს, რომელსაც მათი საყვარელი ნინო მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა - „პირველად თეატრში“, გახლდათ.

მოსწავლეებმა ჯერ „რწყილი და ჭიანჭველას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნახეს, რომელიც მუყაოსგან დამზადებული ეკოთოჯინების დახმარებით იყო შექმნილი, ამის შემდეგ პატარები თავად მსახიობები გახდნენ და მრავალფეროვანი წარმოდგენა გამართეს. 

მოსწავლეებმა სპექტაკლის შემდეგ თეატრის და მათ მიერ განსახიერებული როლების შესახებ იმსჯელეს, „რწყილი და ჭიანჭველას“
პერსონაჟები შეაფასეს, რწყილის მიმართ, რომელმაც მეგობარი გასაჭირში არ მიატოვა და დაეხმარა თავანთი დამოკიდებულებები გამოთქვეს. 

ბავშვებმა, არა მხოლოდ ზღაპრის პერსონაჟებზე ისაუბრეს, არამედ იმის შესახებ თუ როგორ გძნობდნენ თავს „მსახიობის“ როლში, როგორ მოირგეს პერსონაჟების როლები და ბოლოს მსგავსი წარმოდგენების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

„წარმატებებს გისურვებთ ნინო მასწავლებელო, თქვენს პატარა „მსახიობებთან“ ერთად!“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება