სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
28-04-2023
-
+


ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა და მას კვირეული მიეძღვნა.

კვირეული საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.

„პატარებმა ქართული ასო-ბგერები, ანბანის რიგის მიხედვით დაალაგეს და ხმოვნები აარჩიეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

კვირეული ასევე მოიცავდა საინტერესო თამაშს, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი მოირგეს -  „მგელს“ დაჭერილი „კრავისთვის“ უნდა მიეწოდებინა სიტყვა და მოეფიქრებინა წინადადებები.

სკოლაში ასევე მოეწყო კითხვისა და წერის კონკურსი, რომლის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება