სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
28-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე შესავალი სიტყვა სკოლის დირექტორმა - პეტროს აკოპიანმა წარმოთქვა.

„მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართულ-სომხურ ენაზე გააცნეს ინფორმაცია აღდგომის, რიტუალებისა და ატრიბუტების შესახებ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მათ ასევე აღნიშნულ დღეს ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიება მიმდინარეობდა ქართულ და სომხურ ენაზე. მას სკოლის პედაგოგი - კარინე აკოპიანი ხელმძღვანელობდა.

„აქტიური მხარდამჭერები იყვნენ კიროვაკანის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, სასკოლო საზოგადოებამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთმანეთს მიულოცა და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება როგორც სკოლის საზოგადოების, ასევე ერთმანეთის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება