სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ სამოქმედო დღეებს გარემოსდაცვითი აქტივობებით შეუერთდნენ
28-04-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა Global Action Days -ის - გლობალური სამოქმედო დღეებისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა არაერთი საინტერესო აქცია. მათ შორის „დაბინძურების წინააღმდეგ ზომების მიღება“. აქტივობის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ სკოლას დასუფთავებისათვის საჭირო რესურსები, ორგანიზაციამ - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, მიაწოდა. 

სკოლის პატარები, 1-ელი და მე-5ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან - ნინო ჯიმშელეიშვილთან, ია კინწურაშვილთან და მშობლებთან ერთად, მოუწოდებდნენ ყველას შეამცირონ ეკოლოგიურად მავნე პროდუქტები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ჩვენს სახლებში, კვების ობიექტებში, ეკოლოგიურად უფრო სუფთა პროდუქტებით!

„ბევრი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, შეიძლება შეიცავდეს გარემოსთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს, ასე რომ, მოდით ერთად ვიმოქმედოთ მათი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით ჩანაცვლებით...“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

მორიგი აქტივობა გახლდათ - „გამოვიყენოთ ის, რაც უკვე გვაქვს“, იცით რა არის? წიგნები!

მოსწავლეებმა, ერთმანეთს საყვარელი წიგნები აჩუქეს და გაცვალეს, მათ აღნიშნეს, რომ კამპანიაში იწვევენ ყველას, ვისაც სურს წიგნის გაცვლა მეგობრებთან, ოჯახთან, კლასელებთან. ამ კამპანიით კი, დაზოგავენ ქაღალდს, წყალს და ენერგიას, რაც იხარჯება ახალი წიგნების დაბეჭდვაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება