| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ინიციატივით, პროექტის - „ერთად ყველაფერს შევძლებთ (ტოლერანტობა)“ ფარგლებში, 26 აპრილს წალკის ცენტრალურ პარკში საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა.
პროექტის ავტორები: ნადიმ ხოზრევანიძე, გურანდა ბოლქვაძე და მარინა საგინაძე გახლდათ.
ფესტივალი მოსწავლეების შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას მოიცავდა.
აღნიშნულ ფესტივალში მონაილეობდნენ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის, წალკის N2 ,სოფელ არწივანის, სოფელ დაშბაშის, სოფელ სამების და სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლები.
„სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ორგანიზატორები, მადლობას ვუხდით აქტიური მონაწილეობისათვის პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: ირა ძირკვაძეს, ნათია შაინიძეს, ნათელა კახაძეს, დალი მახარაძეს, ნაზი ჯიმშერაძეს, მერი გორგილაძეს, ლუსინე კალაჩიანსა და ანი ბადალიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საქველმოქმედო აქციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სამკაულები, ნაქარგები, ნახატები, ხელნაკეთი მაკეტები, ჩანთები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
პროექტის მიზანი იყო: ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარება-ამაღლება მოსწავლეებსა და თემში, სოციალური, ჯანსაღი კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების გამომუშავება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა