სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული სულორის საჯარო სკოლაში
28-04-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლაში, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღის აღსანიშნავად სულორის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, მასწავლებლებმა - ანჟელა დვალიშვილმა, ნანი კოპალეიშვილმა და ქეთო დვალიშვილმა წიგნის კითხვის კვირეული მოაწყვეს.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, წიგნის როლზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე გასული საუკუნე და თანამედროვე ეპოქა ერთმანეთს შეადარეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა, თუმცა კომპიუტერი წიგნს ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს, რადგან რადიკალურად განსხვავდება. წიგნი სამყაროა, სიბრძნის სიმფონია, ცოცხალი ურთიერთობა, წარმოსახვა - ოცნება.

„გვიყვარდეს წიგნი, ვიკითხოთ წიგნები და ჩვენი სამყაროც უკეთესობისკენ შეიცვლება...“ - მოსწავლეები ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ და წიგნის კითხვას პოპულარიზაცია გაუწიეს. 

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ  წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება