| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ და საინტერესო შეხვედრებს ესწრებიან.
ამჯერად, კლუბის წევრები, რომელთა ხელმძღვანელი - პირიმზე რურუა გახლავთ, ბათუმის ხელოვნების მუზეუმის სამხატვრო გალერეაში, მხატვრის - ნინო ნიჟარაძის გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მხატვარმა, თავად უმასპინძლა მოსწავლეებს, მათ საკუთარ შემოქმედებასა და ზოგადად, მხატვრობის შესახებ ესაუბრა.
მხატვარმა ასევე გაიხსენა თავისი ცხოვრების საინტერესო ისტორიები, რომელსაც მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ.
„შეხვედრა უაღრესად თბილ, უშუალო და ქალბატონ ნინოს შემოქმედებით გაჯერებულ გარემოში წარიმართა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთათვის დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად